ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა სოფელ შეუბნის საჯარო სკოლის დასრულებული სარემონტო სამუშაოები მოინახულა

21.09.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა სოფელ შეუბნის საჯარო სკოლის დასრულებული სარემონტო სამუშაოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში – შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ჩაისვა მეტალოპლსტმასის ფანჯრები, მოეწყო ახალი იატაკის საფარი, გარემონტდა სველი წერტილები, გაილესა და შეიღება შიდა კედლები მაღალი ხარისხის საღებავით. ასევე, მოეწყო ფასადის სახურავი (ორი მხრიდან) და შეიღება დამცავი მასალით.
შეგახსენებთ, რომ პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სახელშეკრულებო თანხამ – 48 351 ლარი შეადგინა, ხოლო სამუშაოები შპს “ლოდი 2022“-მა შეასრულა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა