საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სალოტბარო სკოლადამთავრებულების სასერტიფიკატო გამოცდა გაიმართა

23.05.2022წ.

2022 წლის 18 მაისს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სალოტბარო სკოლადამთავრებულების სასერტიფიკატო გამოცდა გაიმართა
წელს ონის სალოტბარო სკოლასთან ერთად – გორის, წალენჯიხის, სამტრედიის, ახალციხის, ფოთის, ოზურგეთის და თელავის 31 მოსწავლე მონაწილეობდა.
ონის სალოტბარო სკოლიდან სასერტიფიკატო გამოცდა წარმატებით ჩააბარეს სოფო ჩიკვილაძემ, ნანუკა მაისურაძემ და ქეთი ჯელაძემ.
სალოტბარო სკოლის დამთავრება კურსდამთავრებულებს მიულოცა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა თავგადასავლებით სავსე გზაზე.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თითოეული სალოტბარო სკოლის მოსწავლემ დამსახურებულად მიიღო სერტიფიკატი.
ონის მუნიციპალიტეტის მერია უამრავ წარმატებას და ბედნიერ მომავალს უსურვებს ონელ ნიჭიერ ახალგაზრდებს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა