ონის მუნიციპალიტეტის მერის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა, მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან

25.05.2022წ.

25 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა, მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან.
გიორგი ნოდარიშვილმა წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებებთან დაკავშირებით და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების სამუშაოების შესახებ. წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს.
მერის პირველმა მოადგილემ წარმომადგენლებს დაავალა თავიანთ სამოქმედო ადმინისტრაციულ ერთეულებში ყურადღება გაამახვილონ დასუფთავების, გარე განათების და სხვა არსებული საჭიროებების დროულად მოგვარებაზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები. ასევე, შპს “ონის სერვის ცენტრი“-ს დირექტორი ნიკოლოზ მაისურაძე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა