საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის და საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან საკვები პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

20.05.2020წ.

საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის და საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან საკვები პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.
ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სკოლამდელ დაწესებულებაში გამოცხადებული არდადეგების მიუხედავად, აღსაზრდელები კუთვნილ პროდუქტს ოჯახებში მიიღებენ.
პროდუქტების გადაცემის პროცესში ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, მერის წარმომადგენელთან ქალაქ ონში, ლევან შერაზდიშვილთან ერთად ჩაერთო. საკვები პროდუქტი დღეს 5-6 წლიანთა ჯგუფის 40 აღსაზრდელს გადაეცა.
საკვები პროდუქტების ამანათები დაჯგუფდა და მომზადდა ყველანაირი ჰიგინური ნორმების დაცვით, საბავშვო ბაღის პედაგოგიური კოლექტივისა და საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებით.
პროდუქტების გადაცემა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ყველა აღსაზრდელს მოიცავს.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს