ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან

20.05.2020წ.

20 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე დავით ჩიკვაიძე გაეცნო წარმომადგენლებს, მოისმინა ადმინისტრაციულ ერთეულებში გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოების შესრულებას და საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას დაეთმო .
შეხვედრას ესწრებოდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ონის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ტარიელ ლობჯანიძე, რომელმაც მცირემიწიანი ფერმერების დასახმარებლად ახალი სახელმწიფო პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა წარმომადგენლებს.
ახალი სახელმწიფო პროგრამა ახალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირებას, სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს