სამუშაო შეხვედრა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

07.12.2020წ.

7 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ .
შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი, შეჭირვებული მოქალაქეებისთვის საშეშე მერქნით მომარაგების საკითხი.
ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არაერთხელ განხორციელებული ვანდალიზმის პრევენციაზე , საახალწლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სიკეთის დღეების აქციაში მონაწილეობის მიღებასა და სხვა აქტუალურ თემებზე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა