ონის მუნიციპალიტეტში, 29 ივლისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღემდე ინტენსიურად გრძელდება

04.12.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში, 29 ივლისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღემდე ინტენსიურად გრძელდება.
მოგეხსენებათ, რომ სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ონის მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა და მიუხედავად იმისა, რომ აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად და ეფექტიანად ხორციელდება, საწყის სტადიამდე დაბრუნება გარკვეულ დროს საჭიროებს.
ამ ეტაპზე, მდ. რიონის კალაპოტი ფორმირდება და ნაპირდამცავი გაბიონები ეწყობა.
ონის მუნიციპალიტეტს, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფომ 10 მლნ ლარი გამოუყო, რაც უზრუნველყოფს დაზიანებული ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილის დროულ და ხარისხიან აღდგენას

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს