სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში იმყოფებოდა, სადაც მის კოლეგას, ამავე ქალაქის ვიცე-მერს Dan Stefan Tarcea-ს შეხვდა

27.07.2023წ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში იმყოფებოდა, სადაც მის კოლეგას, ამავე ქალაქის ვიცე-მერს Dan Stefan Tarcea-ს შეხვდა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტი PMC კვლევით ცენტრთან ერთად, ახორციელებს პროექტს “ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება ბიზნეს კლასტერების შექმნის და ინვესტიციების მოზიდვის გზით“.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კერძო და საჯარო სექტორების თანამშროლობის მნიშვნელობაზე, კლასტერის როლზე მცირე, საშუალო და დიდი ზომის საწარმოების განვითარებაში და ბიზნესის როლზე მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებაში.
“აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც “ონის კვების მრეწველობის კლასტერის”, ასევე მუნიციპალიტეტის მერიისთვის. ვიზიტის ფარგლებში კლასტერის წევრებმა მიიღეს მრავალმხრივი ინფორმაცია, რომლის პრაქტიკაში დანერგვას ერთობლივად შევეცდებით” – განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მერის პირველმა მოადგილემ გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კოლეგებს ადგილობრივი თვითმმართველობიდან, აგროტრანსილვანიის კლასტერის გენერალურ მენეჯერს და მის გუნდს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი, სოფელ — ფარახეთის, სევის და ზუდლის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — შქმერის, ბოყვის, ზვარეთის, ხეითის და კვაშხიეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მარკოიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — ლაჩთის, შეუბნის, ჭალის, ხურუთის და ნიგვზნარის მოსახლეობას შეხვდნენ.