ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ზუდალი-სევის გზის მონაკვეთის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა

27.07.2023წ.

დასრულდა ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ზუდალი-სევის გზის მონაკვეთის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.
საგზაო ინფრასტრუქტურის (მე-2 ეტაპის) დასრულებული სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად ადგილზე მოინახულა.
 პროექტი 4 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, რომლის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო რკინა-ბეტონის არხები, ლითონის ზღუდარები, ფოლადის ცხაურები და გზის დამცავი კედლები.
პროექტის გამხორციელებისთვის საჭირო დაფინანსება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო