საკონსულტაციო კომპანია CBI-ის წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდების ჯგუფთან

01.06.2023წ.

საკონსულტაციო კომპანია CBI-ის წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდების ჯგუფთან.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის (Local Governance Program) ფარგლებში პროექტი საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში ხორციელდება, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტების დახმარება 2024 წლების საბიუჯეტო დოკუმენტების მომზადებაში. პროექტს  ონის მუნიციპალიტეტში  USAID-ის მიერ ღია კონკურსის წესით შერჩეული „საკონსულტაციო კომპანია CBI“ახორციელებს  .

პროექტი სხვა ღონისძიებებთან ერთად,  ითვალისწინებს მუნიციპალური ბიუჯეტის პროგრამების ანალიზს GESI (Gender Equality and Social Inclusion) ინდიკატორების გამოყენებით. აღნიშნული მიზნით მუნიციპალიტეტებში შეხვედრები იმართება ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

შეხვედრებზე მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია მუნიციპალური ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ, შეხვედრის მონაწილეები ავსებენ კითხვარს, სადაც აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებას მუნიციპალური სერვისების, ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები  მაისის ბოლოდან დაიწყო და  ივნისი – ივლისის პერიოდშიც გაგრძელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა