ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ონში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა

01.06.2023წ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ონში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ონის მუნიციპალიტეტის სოფლების : გლოლის, უწერის, შეუბნის, სორის საჯარო სკოლებმა; ააიპ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლმა, ბაგა-ბაღმა, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლმა და სამხატვრო სკოლამ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან შერაზადიშვილმა ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა არაფორმალური განათლების მხარდაჭერის მიზნით, დიდი ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებით, სასკოლო პროექტში „ჩვენი თვალით დანახული ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება“ აქტიური ჩართვისთვის, სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა სოფელ უწერის, შეუბნის და გლოლის საჯარო სკოლის დირექტორები.
კულტურის სახლში ასევე მარტვილის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.
ონის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. უსურვებს მშვიდობიან, ძლიერ და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას!

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა