1
07.02.2024წ.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დიდთოვლობის გამო გზების წმენდა აქტიურად მიმდინარეობს.
დღეს დილიდან, რეგიონის მასშტაბით, დაიწყო როგორც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ასევე, მუნიციპალიტეტების ქუჩების.
ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო ამ დროისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი) უზუნთა შქმერის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული მიმართულებით გზის გაწმენდით სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მუნიციპალიტეტის მერთან-სერგი ხიდეშელთან ერთად გაეცნო.
გზების წმენდის პარალელურად, ასევე რეგიონის მასტაბით აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებულ უბნებზე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები.
უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისთვის.