24
17.08.2023წ.
დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი- გოჩა ენუქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან- ვასილ გედევანიშვილთან და ჰიდროლოგიის ექსპერტთან- ბესიკი ქავთარიასთან ერთად, სოფელ გლოლის, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია სტიქიის შედეგად მათი სამსახურების და სპეციალისტების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შესახებ, ასევე განაცხადეს შეხვედრის დროს, რომ სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს და რისკები არის მინიმუმამდე დაყვანილი, შესაბამისად ნერვიულობის მიზეზი მოსახლეობას არ აქვს.
ვასილ გედევანიშვილი: ორი სამი კვირის განმავლობაში ალბათ გვექნება უკვე საბოლოო დასკვნა და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ რა მოვლენებს ქონდა ადგილი.
დღევანდელი შეხვედრა გავმართეთ გლოლის წარმომადგენლებთან და გავაცანით დღეს ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია მომხდართან დაკავირებით. მოვისმინეთ მათი წუხილები და შესაბამისად აღვუთქვით მაქსიმალური დახმარება, იმასთან დაკავშირებით, რომ ხეობაში გაგრძელდება მონიტორინგი, გაგრძელდება დაკვირვება ჩვენი სპეციალისტემის მიერ, რათა ამ საკმაოდ მასშტაბური ღვარცოფის შემდეგ, გამოირიცხოს რაიმე დამატებითი საფრთხეები, რომელიც როგორც წესი თანმდევი პროცესია მსგავსი ღვარცოფის შემდეგ. აქვე უნდა ვთქვა, რომ რაიმე საფრთხე მყისიერი და მასშტაბური ღვარცოფის გამეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს და შესაბამისად აქტიურად გავაგრძელებთ მონიტორინგს და დაკვირვებას რეგიონში.