რაჭაში, სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა საძიებო სამუშაოები გრძელდება

by magda

13.08.2023წ.

რაჭაში, სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა საძიებო სამუშაოები გრძელდება.
▪️სამუშაოებში ჩართული მძიმე ტექნიკა, საძიებო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების მეთვალყურეობით აწარმოებს.
▪️საძიებო ღონისძიებებში მონაწილეობენ პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.
▪️მიმდინარეობს და გრძელდება ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში. რაც შეეხება, სტიქიის ეპიცენტრს, საძიებო სამუშაოების მიზნით, მიწის მასის 60% გადამოწმებულია.
▪️18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები, კერძოდ ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიასა და მდინარის კალაპოტების 54 კილომეტრიან მონაკვეთში.
▪️რაც შეეხება გარდაცვლილების სტატისტიკას, არ შეცვლილა. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, საძიებო სამუშაოები 9 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ნანახი იქნა ადამიანის ცალკეული 4 ფრაგმენტი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content