პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდას ხელს შეუწყობს

09.06.2020წ.

ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდას კიდევ ერთი პროექტი შეუწყობს ხელს!

უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტის, ზემო იმერეთი-რაჭის ახალი გზის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებულ, არჩილ ჯაფარიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

პროექტის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ახალი გზა გაივლის დასახლებულ პუნქტებს – სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ამბროლაური-ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას.

ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 80 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს თითქმის 1.30 წთ -ით შეამცირებს.

პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზის მშენებლობის გარდა დაგეგმილია ხიდების (8 სახიდე გადასასვლელი), ბეტონის საყრდენი კედლების, გაბიონის საყრდენი კედლების, ბეტონის წყალგამტარი მილების და სხვა ნაგებობების მშენებლობა.

პროექტის დასრულების თარიღად განსაზღვრულია 2022 წელი.პროექტის განხორციელებისთვის 45 264 800 ლარია გამოყოფილი.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასასწაული „ონელობა 2026“ აღინიშნა

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სახალხო დღესასასწაულ „ონელობა 2026“-ის სამზადისს გაეცნო

ძვირფასო ონელებო, ჩვენი ქალაქის სტუმრებო ! გულითადად გილოცავთ ონელობის სახალხო დღესასწაულს!