ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, მერის მოადგილე გიორგი მაქარაშვილი და ბიუროს წარმომადგენლები, ავსტრიის განვითარების სააგენტოს რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს გერჰარდ შაუმბერგერს და პროექტ GRETA-ს ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტის მენეჯერს ლაშა ჭანტურიას შეხვდნენ

09.06.2020წ.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს ორგანიზებით, 9 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, მერის მოადგილე გიორგი მაქარაშვილი და ბიუროს წარმომადგენლები, ავსტრიის განვითარების სააგენტოს რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს გერჰარდ შაუმბერგერს და პროექტ GRETA-ს ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტის მენეჯერს ლაშა ჭანტურიას შეხვდნენ.
ავსტრიის განვითარების სააგენტომ საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტს სადეზინფექციო აპარატურა გადასცა, რაც ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონის ეფექტიან და ჯანსაღ გარემოში მიმდინარეობას.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალსა და ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაზრდის მნიშვნელობაზე.
პროექტს, რომლის ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი დაფინანსებით, ავსტრიის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა