ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

16.10.2026წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ოქტომბრის თვეში, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების უშუალო მონაწილეობით, ტარდება მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია.
ბათუმის მედიცინის ცენტრის მამომობილი და ამავე ცენტრის კვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით, კვლევები შესაძლებელი იქნება შემდეგ მიმართულებებზე:
– ძუძუს კიბოს სკრინინგი-40-70 წლის ასაკის ქალები, მამოგრაფია და საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიური გამოკვლევა;
– საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ კვლევა-25-60 წლის ქალებში, 30 წლიდან HPV ტესტირება;
– პროსტატის კიბოს სკრინინგი -50-70 წლის მამაკაცებში;
– კოლორექტული კიბოს სკრინინგი-50-70 წლის ქალები და მამაკაცები (გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე);
– ასევე 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები B და C ჰეპატიტზე და აივ ინექცია -შიდსზე;
– ჰიპერტენზიის-არტერიული წნევის სკრინინგი;
#ონი 22 ოქტომბერი 10:00 საათიდან, ქალაქი ონი ვახტანგ Vl -ის ქუჩა N10 ნაკლების ჩვენება

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ფოლკლორის ცენტრის გუნდის რეგიონული ტურნე ონის მუნიციპალიტეტში