ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

15.10.2026წ.

დღეს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
ღონისძიება ა(ა)იპ „ცენტრალური სისხლის დაწესებულების ორგანიზებით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კამპანიაში – ” გაიღე სისხლი, მიეცი იმედი და გადააარჩინეთ სიცოცხლე “ მონაწილეობა მიიღეს ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და ონელმა მოქალაქეებმა, რომლებმაც უანგაროდ გაიღეს სისხლი სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის.
დონორული სისხლისგან წარმოეული სისხლის კომპონენტით მარაგდება როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილური კლინიკები. სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს