24.09.2026წ.
ონში ბეერ-შევას სახელობის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მოადგილეებთან — ალუდა თუთისანთან და ლევან ჯმუხაძესთან, ასევე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში ბეერ-შევას სახელობის სკვერში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 954 444 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ონის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატება.
სარეაბილიტაციო პროექტი სკვერის ტერიტორიის სრულ განახლებასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჩოგბურთის მოედანი, გარე ტრენაჟორები და ჭადრაკის სივრცე.
ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო და ველობილიკების, დასასვენებელი ზონების, ფანჩატურებისა და დეკორატიული სკამების მოწყობა. სამუშაოები მოიცავს გარე განათების სისტემის მონტაჟსა და ტერიტორიის გამწვანებასაც