ონის მუნიციპალიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სეზონი გაიხსნა

26.09.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სეზონი გაიხსნა.
სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ევროპის სასკოლო სპორტის დღე ონის ბეერ-შევას სახელობის პარკში აღინიშნა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები; ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსი; ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა „მამისონი“.
სპორტული თამაშები გაიმართა სპორტის ოთხ სახეობაში, მინი ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და ფრენბურთში

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო