ონის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

by magda

05.01.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ონჭევის მიმდებარე, ტერიტორიაზე ხანძარია. დილიდან აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფება.
 გასულ საღამოს მოხდა ხანძრის კერების ლოკალიზება, თუმცა ძლიერი ქარის გამო, დღეს, გამთენიისას გაჩნდა ახალი კერები, სოფელ წოლის მიმდებარედ.
 კვლავ გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 45 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის გავრცელების არეალი პირველადი შეფასებით დაახლოებით 4 ჰექტარზე მეტია.
ამ დროისათვის ორი კერიდან ერთი ლიკვიდირებულია, ერთზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება, როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content