ონის მუნიციპალიტეტში  სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

by magda

01.08.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში  სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
დღეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, გზების სპეციალისტებით, საინჟინრო პერსონალით და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ ჯგუფთან ერთად სოფელ ჭიორაში ადგილზე გაეცნო ვითარებას
ოსახლეობას გადაეცა ყოველდღიური საჭიროებები – წამალი, სურსათი, საწვავი
ამ დროისათვის, დროებითი შემოვლითი გზების საშუალებით, შვიდ სოფელთან უკვე აღდგენილია საავტომობილო კავშირი. უკვე 11 სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია
სტიქიის ზონაში აგრძელებენ მუშაობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას”, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
#რაკეთდებასტიქიისზონაში

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content