ონის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“-ს ინიციატივით საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების სასაჩუქრე კალათები დაურიგდათ

by magda

30.12.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“-ს ინიციატივით საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების სასაჩუქრე კალათები დაურიგდათ.
 აღნიშნულ პროცესში, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი, მოადგილესთან, გიორგი გონაძესთან და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩაერთო.
 სასაჩუქრე კალათები, მოქალაქეებს მერიის მიერ შეძენილ საახალწლო ტკბილეულთან ერთად გადაეცათ.
 დარიგების პროცესი აქტიურად გაგრძელდება და ონის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს სრულად მოიცავს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content