ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

10.06.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
10 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგი ხიდეშელი, მერიის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად, ქალაქ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
1.სანიაღვრე არხების მოწყობა- რეაბილიტაციის და წმენდა
შემსრულებელი – შპს „ ენდი როუდი“.
ჯამური ღირებულება – 160001 ლარი.
2. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მდინარე რიონიზე ( ნაპირსამაგრის მოწყობა)
შემსრულებელი – შპს „ ცოტნე“
ჯამური ღირებულება – 2348803.63 ლარი
3. ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოების მესამე ეტაპი.
შემსრულებელი – შპს „ იერი“.
ჯამური ღირებულება – 1494000 ლარი.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა