ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

10.06.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
10 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგი ხიდეშელი, მერიის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად,, ქალაქ ონში ქაფიანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა. ადგილზე გაეცნო ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის პროცესს.
აღნიშნული სამუშაოები აქტიურად, გეგმა- გრაფიკზე ჩამორჩენის გარეშე ხორციელდება.
შემსრულებელი – შპს „ ელექტრომონტაჟ სერვისი“.
ჯამური ღირებულება – 5 522 185 ლარი.
დაფინანსების წყარო – 100% სახელმწიფო
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმიდინარე სამუშაოების მონიტორინგი სისტემატურად განხორციელდება.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო