ონის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობები) გამო შექმნილი პრობლემების მოგვარება აქტიურად მიმდინარეობს

26.02.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობები) გამო შექმნილი პრობლემების მოგვარება აქტიურად მიმდინარეობს.
უხვი ნალექის შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი ალპანა მამისონის 117-119 /კმ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა, რამაც გარე სამყაროს მოწყვიტა სამი ადმინისტრაციული ერთეული: გლოლა, ღები, ჭიორა.
მუნიციპალიტეტის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების წმენდის სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ამ დროისთვის პრობლემური გზის მონაკვეთი აღდგენილია და გადაადგილება შესაძლებელია.
ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ, მათი მხრიდა პრობლემების აღმოსაფხვრელად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა