ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

11.03.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან და მერის წარმომადგენელთან ერთად პიპილეთის და ცხმორის, ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
ონჭევი – სკვერის მოწყობა;
სორგითი – გზის რეაბილიტაცია,ცხაურების მოწყობა, გარე განათების წერტილების დამატება;
ჟაშქვა – შიდა გზების რეაბილიტაცია;
პიპილეთი – შიდა გზების რეაბილიტაცია, გარე განათების წერტილების დამატება;
ბაჯიხევი – შიდა გზების რეაბილიტაცია;
ფსორი – სკვერის კეთილმოწყობა;
ცხმორი – სანიაღვრე არხის მოწყობა, წყლის ავზის კეთილმოწყობა;
ღუნდა – სანიაღვრე არხის მოწყობა.
ყველა დასახელებულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა