ონის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ “გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში” საახალწლო კონცერტი გაიმართა

by magda

30.12.2021წ.

29 დეკემბერს, საახალწლო კვირეულის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ “გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში” საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლი “რაჭა”, კულტურის სახლის ქორეოგრაფიული წრის აღსაზრდელები, სასცენო მეტყველებისა და საესტრადო წრის მოსწავლეები.
საახალწლო კონცერტს ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ა(ა)იპ “გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს გოჩა ენუქიძეს გაწეული ქველმოქმედებისთვის.
ღონისძიება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს და კონცერტის თითოეულ მონაწილეს დღევანდელი საღამოს გალამაზებისთვის

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content