19
21.10.2021წ.
დასრულდა ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთა ვიზიტი დანიაში.
ვიზიტის ბოლო დღეს, დავით ჩიკვაიძემ და შუქურა ჯაფარიძემ საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კახაბერ შიშნიაშვილთან ერთად ონლაინ-შეხვედრა გამართეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია NEFCO-ს საინვესტიციო დირექტორთან, ბო ესკე ნიუჰუსთან.
საუბრისას ქართულმა მხარემ მოისმინა პრეზენტაცია NEFCO-ს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. თავის მხრივ, დირექტორ ნიუჰუსს მიეწოდა ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტისა და მთლიანად რაჭის საინვესტიციო შესაძლებლობებისა და მიმართულებების თაობაზე, აგრეთვე, განხილულ იქნა ონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ნორდიკული ორგანიზაციის მონაწილეობის პერსპექტივები.
ონის მუნიციპალიტეტის მერია სარგებლობს შემთხვევით და ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზების საკითხში გაწეული მნიშვნელოვანი თანადგომისათვის მადლობას მოახსენებს დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს და საქართველოს საპატიო კონსულს