0
29/11/2024
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარში თოვლის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის თოვლის საფარისგან გაიწმინდა როგორც სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო ისე შიდა საუბნო გზები.
დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა.
სამუშაო პროცესი სოფელ ბარში, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – გიორგი მარკოიშვილიმა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე- მამუკა ყავლაშვილთან ერთად მოინახულა.
გზების წმენდის სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.