21
04.12.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევის მიმდებარე ტერიტოროაზე ხანძარია.
სოფელ ონჭევში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. გასულ საღამოს მოხდა ხანძრის კერების ლოკალიზება.
ადგილზე არსებული ძლიერი ქარის გამო დღეს გამთენიისას გაჩნდა ახალი კერები სოფელ წოლის მიმდებარედ. განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 45 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის გავრცელების არეალი პირველადი შეფასებით დაახლოებით 4 ჰექტარზე მეტია.
ადგილზე იმყოფებიან რეგიონისა და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სიტუაცია კონტროლდება შესაბამისი უწყების მიერ.