ონის მუნიციპალიტეტის საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსია ცხადდება

25.08.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსია ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
ონი
ონის მუნიციპალიტეტი (მერია, აიპი, საკრებულო) ანაზღაურებად სტაჟირებას 10 პოზიციაზე გამოაცხადებს.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმთელობის დაცვის განყოფილება – 1; იურიდიული სამსახური – 1; ეკონომიკური სამსახური – 1; განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური -1; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური – 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – 1; ზედამხედველობის სამსახური – 1; ა(ა)იპ-ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური – 1; ა(ა)იპ ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრი – 1.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში -1 ვაკანსია

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა