ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სოფელ ნიგავზებში ახლად მოწყობილი ბუნებრივსაფარიანი მინი სტადიონი დაათვალიერა რომელიც მოსახლეობის ინიციატივის საფუძველზე, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოეწყო

25.08.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სოფელ ნიგავზებში ახლად მოწყობილი ბუნებრივსაფარიანი მინი სტადიონი დაათვალიერა რომელიც მოსახლეობის ინიციატივის საფუძველზე, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოეწყო.
პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 64 900 ლარი შეადგინა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ პროექტი თავად მოსახლეობის ინიციატივით განხორციელდა. მუნიციპალიტეტი მომავალშიც მხარს დაუჭერს ადგილობრივ ინიციატივებს, რომლებიც სოფლების განვითარებასა და მოსახლეობისთვის უკეთესი გარემოს შექმნას ემსახურება,“ — განაცხადა დავით ლობჟანიძემ.

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა