ონის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

02.02.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის. ამ ეტაპზე გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება ღების, გლოლის და ჭიორის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრალურ გზებზე და პრობლემურ ადგილებზე.
უამინდობის გამო, გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით.
გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა