ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილეებს – გიორგი გაბუნიას და ელიზბარ ხაჩიძეს, ასევე ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელს – სალომე ცისკარაულს შეხვდა

03.02.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილეებს – გიორგი გაბუნიას და ელიზბარ ხაჩიძეს, ასევე ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელს – სალომე ცისკარაულს შეხვდა.
შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ სალოტბარო სკოლის პედაგოგი თორნიკე სხიერელი და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი – მანანა ჩაგელიშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა ონის სალოტბარო სკოლის სასწავლო პროცესი და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე, რამდენიმე სოფელში ხალხური სიმღერა-გალობის გუნდების ჩამოყალიბება დაიგეგმა, სადაც სწავლა ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა