ონის მუნიციპალიტეტის სასურსათო მაღაზიებში ფასებისა და სურსათის მარაგის მონიტორინგი გრძელდეება

29.04.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის სასურსათო მაღაზიებში ფასებისა და სურსათის მარაგის მონიტორინგი გრძელდეება.
29 აპრილს ქალაქ ონში , მონიტორინგის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოხალისეებთან ერთად სასურსათო მაღაზიებში იმყოფებოდანენ , სურსათის მარაგის და ფასებთან დაკავშირებით სიტუაციას ადგილზე გაეცნენ , და მაღაზიებს საჩუქრად გადასცეს სასურსათო ჩანთები, რომელზეც ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული. მოსახლეობისთვის ჩანთების გადაცემა მოხდება სურსთის შეძენის დროს უსასყიდლოდ.
აღნიშნულ კამპანიაში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი – ფონდი “აფხაზინტერკონტი” აქტიურადაა ჩართული
სასურსათო მაღაზიებში მომსახურების წესის, ჰიგიენის დაცვის, ფასებისა და სასურსათო მარაგის კონტროლის მიზნით მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა