ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მასობრივი თერმოსკრინინგი იწყება

30.04.2020წ.

ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მასობრივი თერმოსკრინინგი იწყება.

დღეს, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, ექიმებს,რომლებიც მოსახლეობის მასიურ გამოკვლევას იწყებენ, მთავრობის მიერ მოწოდებული დისტანციური თერმომეტრები და ის აღჭურვილობა გადასცეს, რაც აუცილებელია მათი უსაფრთხოებისთვის.

“ამბროლაურისა და ონის რაიონები ისევ მწვანე ზონად რჩება. სწორედ ამიტომ, მდგომარეობის მუდმივი შენარჩუნების მიზნით, დავიწყეთ მასობრივი თერმოსკრინინგი. ეს მოგვცემს საშუალებას, საეჭვო შემთხვევები დროულად აღმოვაჩინოთ და თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელების საშიშროება”- გოჩა ენუქიძე

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს