ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ილინე“, ბულგარეთში ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ანსამბლების საერთაშორისო ფესტივალის „რავდა“ 2023 წლის გამარჯვებული გახდა

by magda

01.08.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ილინე“, ბულგარეთში ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ანსამბლების საერთაშორისო ფესტივალის „რავდა“ 2023 წლის გამარჯვებული გახდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილესთან – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ააიპ ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის ხელმძღვანელ პირებს და ანსამბლ „ილინეს“ წევრებს შეხვდა, რა დროსაც პირადად მიულოცა ფესტივალზე მიღწეული წარმატება.
“მინდა ჩვენს პატარებს კიდევ ერთხელ მივულოცო წარმატება, რომლებმაც საზღვრებს გარეთ ღირსეულად წარადგინეს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურა”. განაცხადა – სერგი ხიდეშელმა.
გასტროლი ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ბავშვთა საერთაშორისო ასოციაცია ფოლკლორული ფორმაცია ,,ფონტანის“ და ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით განხორციელდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content