ონის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

22.10.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მთავარ თემას სოფლებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი ოპერატიულად გადაჭრის გზები წარმოადგენდა.
მერის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მდგომარეობა, თბობის სეზონისთვის მზადების პროცესი, წყალმომარაგების პრობლემა, ტყეკაფში მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი, ასევე სოციალური თემატიკა.
დავით ლობჟანიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება მუნიციპალიტეტის უმთავრესი ამოცანაა და ამ მიმართულებით წარმომადგენლებს კონკრეტული მითითებები მისცა.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი

Related posts

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი იუბილარია

ონის კულტურის სახლში ფოლკლორის ცენტრის გუნდის და რაჭის სალოტბარო სკოლების კონცერტი გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტი გარემოსდაცვით მასშტაბურ აქციას შეუერთდა