მოქალაქეების საყურადღებოდ

20.10.2026წ.დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, 21 ოქტომბრიდან შპს რეგიონული ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის, შოთა ბუგიანიშვილის სახელობის საავადმყოფოში გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება.

ააიპ ონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მიღებულია ფრანგული წარმოების სამკომპონენტიანი ვაქცინა.
2026-2027 წლების გრიპის სეზონისთვის ვაქცინაციის შესაძლებლობა ექნება საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერ პირს.
ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა გრიპისგან თავის დასაცავად.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია, რომ გრიპის სეზონს მოქალაქეები სრულად დაცულები შეხვდნენ და გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფების ჯანმრთელობას.
აცრები ჩატარდება ონის საავადმყოფოს შენობაში ყოველდღიურად:10:00 დან-17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ააიპ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს –ნონა ბაკურაძეს ტელ: 599 93 11 92

Related posts

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება