14.09.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, მოადგილეებთან ერთად, სოფელ გლოლის საჯარო სკოლაში დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ახალ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას სოფელ გლოლის საჯარო სკოლა სრულიად განახლებული გარემოთი ხვდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 148997 ლარი შეადგინა.
“განახლებული და კეთილმოწყობილი სასწავლო გარემო მომავალი თაობის განათლებასა და განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, პედაგოგებს კი შესაძლებლობას მისცემს უსაფრთხო, მოწესრიგებულ და კომფორტულ გარემოში გააგრძელონ პროფესიული საქმიანობა”-განაცხადა დავით ლობჟანიძემ