ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

14.09.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მერის მოადგილეს მიმდინარე საქმიანობის, არსებული გამოწვევებისა და პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე განიხილეს ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის მზადების საკითხები, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებები და მათი ორგანიზების საკითხები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციების გამართულ და ეფექტიან საქმიანობაზე, ახალი სასწავლო წლის შეუფერხებლად დაწყებისთვის სათანადო მზადყოფნის უზრუნველყოფაზე, არსებული გამოწვევების დროულად გადაჭრისა და შესაბამის სამსახურებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე.

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა