ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები დაათვალიერა

13.11.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები დაათვალიერა.
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტული აქტივობების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი ხორციელდება. უკვე დასრულებულია ხუთი მინი სტადიონის მოწყობა, რომელთა მშენებლობისთვის ჯამურად 750 000 ლარი გამოიყო.
მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის განცხადებით, სპორტული მიმართულების გაძლიერება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დარჩება.
„მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს შევუქმნათ ისეთი სივრცე, რომელიც მათ ფიზიკურ და სულიერ განვითარებას, ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და გუნდურობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. სპორტის სფეროს განვითარება მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტად რჩება, რადგან სწორედ ამ საფუძველზე ყალიბდება ძლიერი, ჯანმრთელი და პროგრესზე ორიენტირებული საზოგადოება,“ — განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ.

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა