ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ხელმძღვანელობდა

12.11.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის დასაწყისში, დავით ლობჟანიძემ ახლად დანიშნულ წარმომადგენლებს წარმატება უსურვა იმ პასუხისმგებლობით სავსე საქმიანობაში, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვასა და მათი საჭიროებების ეფექტიანად გადაწყვეტას ემსახურება.
მერის განცხადებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი არიან, რომელთა საქმიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებზე.
შეხვედრაზე განიხილეს გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა და იმ საკითხებზე მიღწეული პროგრესი, რომლებიც დროულ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებდა.
მუნიციპალიტეტის მერმა ასევე ყურადღება გაამახვილა 2026 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელიც მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის საფუძველზე, პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს.
დავით ლობჟანიძემ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მერის წარმომადგენელთა პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და მოქალაქეებთან მჭიდრო კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა

Related posts

მიმდინარე წლის 25 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზედამხედველობის სამსახურისა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ღებსა და ჭიორაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანმა , ონის მუნიციპალიტეტის მერ დავით ლობჟანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლასა და ღებში წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა