ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა პირველ მოადგილე – პაატა მაისურაძესთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა

03.04.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა პირველ მოადგილე – პაატა მაისურაძესთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა, პირველ მოადგილეს სფეროების მიხედვით მისი საკურატორო მიმართულებები გააცნო.
მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით პირველი მოადგილის დაქვემდებარებაში განისაზღვროს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
პირველადი სტრუქტურული ერთეული-სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;
პირველადი სტრუქტურული ერთეული-ზედამხედველობის სამსახური;
პირველადი სტრუქტურული ერთეული-ეკონომიკის სამსახური;
პირველადი სტრუქტურული ერთეული-იურიდიული სამსახური;
შპს ,,ონის სერვის ჯგუფი”;
შპს ,,ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური’’;
ა(ა)იპ ,, ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრი”;
ა(ა)იპ ,,ონის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური”;
მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სფეროების მიხედვით სხვადასხვა საკითხები და ახლად დანიშნულ პირველ მოადგილეს კიდევ ერთხელ უსურვეს წარმატებები

Related posts

განცხადება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ონის მუნიციპალიტეტში ახლადგახსნილი ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი მოინახულ

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი სახალხო დამცველის რწმუნებულებს შეხვდა