ანსამბლი “ორბა”

04.04.2025წ.

ქალაქი ონი, ყოველთვის გამოირჩეოდა კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებით. ათეული წლების განმავლობაში, ქალაქ ონში მოღვაწეობდა სხვადასხვა ქორეოგრაფი, რომლებმაც აღზარდეს მრავალი ღირსეული თაობა.
გარკვეული პერიოდი ონს აღარ ჰყავდა ქორეოგრაფი, საბედნიეროდ 2014 წელს გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, დედაქალაქიდან ჩამოვიდა და მოღვაწეობა დაიწყო ახალგაზრდა პროფესიონალმა ქორეოგრაფმა, გიორგი რეხვიაშვილმა.
2015 წელს შეიქმნა ანსამბლი “ორბა”,რომელიც უკვე 10 წელია წარმატებული შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს ჩვენს ქალაქში.
დღეს ქორეოგრაფიულ წრეებში 200 ზე მეტი მოსწავლე ეზიარება ქართული ხალხურ ცეკვას. ანსამბლში თბილი, მეგობრული და ოჯახური გარემოა შექმნილი, რაც პედაგოგის დიდი დამსახურეებაა, იგი თავისი ყოფილი და ახლანდელი მოსწავლეების ერთგული მეგობარიცაა. ანსამბლ “ორბაში” აღზრდილი ახალგაზრდები დღეს უკვე დედაქალაქის დიდ ანსამბლებში იწყებენ მოღვაწეობას.
ანსამბლის 10 წლიან ისტორიას არაერთი ჯილდო, თასი, მედალი და გრან – პრი ამშვენებს. გასულ წელს ონის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ანსამბლმა იმოგზაურა თურქეთის რესპუბლიკაში და წარმატებით გამოვიდა საერთაშორისო ფესტივალზე.
ანსამბლს აქვს მიწვევევები სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებიდან.
წელს გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში იგეგმება ანსამბლის 10 წლის აღსანიშნავი საიუბილეო საღამო.

Related posts

მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილთან ერთად, სოფელ ჟაშქვაში მისასვლელი გზის რეაბლიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) აღმასრულებელი საბჭოს გასვლით სხდომას დაესწრო, რომელიც სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.