ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები მიმდინარეობს

02.04.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები მიმდინარეობს.
რაჭა- ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – ქრისტინა კობახიძემ, რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელთან, მარიკა დვალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარომამდგენლებთან ერთად, ადგილზე მოინახულა მიმდინარე წროცესი და აქციაში მონაწილე მოსახლეობას პირადად გაესაუბრა.
უფასო აქციის ფარგლებში, კონსულტაცია ეტაპობრივად ჩაუტარდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას. სულ ჯამში 60 -ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მაღალკვალიფიციური ექიმის კონსულტაცია, რომელთა შორის, ცამეტ პაციენტს დაუდგინდა ოპერაციული მკურნალობის დიაგნოზი.
შეგახსენებთ, რომ ოპერაციული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ხელმძღვანელმა პირებმა აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს გამოჩენილი ყურადღებისთვის და აღნიშნეს, რომ დაავადების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია დროული და ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა