ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

26.02.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მერმა შეხვედრაზე, სამსახურის უფროსებისგან სფეროების მიხედვით დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია .
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში გარდამავალი და დაგეგმილი პროექტების მდგომარეობა, პრობლემური საკითხები და მათი დროულად მოგვარების გზები.
სერგი ხიდეშელის გადაწყვეტილებით აღნიშნული პროექტები შესაბამისი სამსახურების მიერ ყოველდღიურ კონტროლზე იქნება აყვანილი.
მერის განცხადებით ახალი 2024 წელი საპასუხისმგებლო იქნება, ამიტომ სასურველი შედეგის მისაღწევად სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებს შესაბამისი დავალებები მისცა და მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content