0
06.02.2024წ.
“სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ალავერდ ხვედელიანთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, კვაშხიეთის და წედისის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
სოფ. წედისი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, წისქვილის მოწყობა შესაბამისი ინვენტარით;
სოფ. ირი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფ. ქვედრულა – გარე განათების მოწყობა, გზის რეაბილიტაცია;
სოფ. ქვედი – ხიდ-ბოგირების მოწყობა, გარე განათების მოწყობა;
სოფ. სხანარი – სანიაღვრე არხების და ცხაურის მოწყობა;
სოფ. ზუდალი – გარე განათების მოწყობა;
სოფ. კვაშხიეთი – გზის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა;
სოფ. ბოყვა – სკვერის მოწყობის დასრულება;
სოფ. ხეითი – გზის რეაბილიტაცია;
სოფ. ზვარეთი – ჭაბურღილის მოწყობა;
სოფ. ჯოისუბანი – გზის რეაბილიტაცია, წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.