7
02.02.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ლევან შერაზადიშვილმა, ააიპ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მერის მოადგილემ, ორგანიზაციის ხელმძღვანელებისგან სფეროების მიხედვით მოისმინა ინფორმაცია, დაგეგმილ და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ასევე, განიხილეს მიმდინარე კულტურული პროექტები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის ფარგლებში, შეფასდა გასული თვის სამუშაოების მიმდინარეობა და ყურადღება გამახვილდა დაგეგმილი კულტურული ღონისძიებებზე.
ლევან შერაზადიშვილმა, ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოებისთვის და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.